თელავში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გულიაშვილის ქუჩაზე და თამარის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებლებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მოქალაქეების საჭიროებებს.
აღნიშნული ლოკაციების შემდეგ შეხვედრები გაგრძელდა ალაზნის გამზირის, ზუზუმბოს, კავკასიონისა და კირიონის სახელობის ქუჩების მცხოვრებლებთან, ასევე, გოგებაშვილის, დავით რექტორის, დოლიძისა და დუმბაძის სახელობის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან.
დღეს, შეხვედრა გაიმართა მშვიდობის ქუჩაზე, სადაც შეკრებილი საზოგადოების შეხედულებები მოისმინეს. მოქალაქეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს.