თელავში, თამაზ ანთიძის სახელობის სპორტ კომპლექსში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშების ფარგლებში, შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.
ვაჟებს შორის პირველი ადგილი თელავის #9 საჯარო სკოლის, მეორე ადგილი კი გურჯაანის მუნიციპალოტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.
რაც შეეხება გოგონათა გუნდებს, პირველი ადგილის მფლობელი გურჯაანის #2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად. გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ.
გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის ჩატარებულ შეჯიბრში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.