თელავში ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, ლესელიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ქუჩის პარალელურად, მოასფალტდა ლესელიძის I ჩიხიც. ამასთან, 465მ სიგრძის გზის მონაკვეთზე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა, გზის ფეხით სავალი ნაწილი და ეზოებში შესასვლელები.

დღეს, ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.