თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ- ში,“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და თელავის სათემო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა „იდეების აუქციონი.“
კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი იყო სამი საპროექტო იდეა და დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა მხარი დაეჭირა მისთვის სასურველი იდეისთვის და/ან ყველასთვის თანაბრად.
-„გარე-მარე“ მომავალი თაობის ეკომეგობრული განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში თელავსა და მის შემოგარენში არსებული სოფლების სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა მინი ლაშქრობები ნატურისტორიუმის ფორმატში (ველური ბუნება+ისტორიულ/კულტურული მემკვიდრეობა). თელავის მუნიციპალიტეტის 23 საჯარო სკოლის 345 მდე მოსწავლე მიიღებს მეტად საჭირო ცოდნას მათ გარშემო არსებული ბუნებრივი გარემოს და ამ გარემოში შემონახული ისტორიულ/კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. (იდეის ავტორი-კახაბერ სუხიტაშვილი)
pr-mc.ge
-„ქალაქ თელავის მემორიალური მემკვიდრეობა“-პროექტის ფარგლებში მოხდება საფლავის ქვების კვლევა, დაცვა, დაკარგული და დაზიანებული ქვების აღდგენა/დაბრუნება. (იდეის ავტორი-დავით ჯავახიშვილი)
pr-mc.ge
-„თანაბარი პირობები“– პროექტის ფარგლებში მოხდება ბრაილის შრიფტის საბეჭდი მანქანის შესყიდვა და მისი გადაცემა თელავის საჯარო ბიბლიოთეკისათვის. (იდეის ავტორი-გოჩა კალმახელიძე)
pr-mc.ge
საპროექტო იდეების აუქციონიოს ფარგლებში თანხების მობილიზება გრძელდება 30 აპრილამდე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადარიცხოს თანხა იმ საპროექტო იდეის განასახორციელებლად, რომელიც მისთვის მისაღებია. აგრეთვე შესაძლებელია თანხების გადარიცხვა სამივე საპროექტო იდეის მიმართულებით. ეს დამოკიდებულია ქველმოქმედებაში მონაწილე პიროვნების სურვილზე.თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მითითებულ ანგარიშის ნომერზე.
ლარი (GEL) GE45CR0160009526853601
დოლარი US DOLLAR GE66 CR01 6000 9526 8536 11
ევრო EURO (EUR) GE66 CR01 6000 9526 8536 11
მიმღები ნანა გარჯიკაული
თელავის სათემო ფონდის კოორდინატორის ნანა გარჯიკაულის განცხადებით, სათემო ფონდი მოქალაქეებს აძლევს საშუალებას ერთმანეთთან თანამშრომლობით იზრუნონ უკეთესი თელავისათვის.
„უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც სხვებს ეხმარები, შენც მიიღებ დახმარებას. მნიშვნელობა არ აქვს მდიდარია თუ არა ადამიანი, მნიშვნელობა აქვს მოტივაციას, მიზანდასახულობას, ადამიანების სიყვარულს. ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქის ახლებური ისტორია. საინიციატივო ჯგუფი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თელავში დავნერგოთ ურთიერთთანადგომის მდგრადი ტრადიცია, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს სხვადასხვა თაობისა და ეროვნების ადამიანი.“ – ნანა გარჯიკაული.