თელავში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა

თელავში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ დროისთვის თელავს კიდევ ერთი ახლად რებილიტირებული ქუჩა შეემატა. ვანო სარაჯიშვილის სახელობის ქუჩაზე უკვე დასრულდა მოასფალტების სამუშაოები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორფენიანი ასფალტის საფარის დაგების პარალელურად, აღნიშნულ ქუჩაზე მოწესრიგდა გზის ფეხით სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლის ეზოებში შესასვლელები.