დღეს, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო ვაკანსიები შემდეგი მიმართულებებით: საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული მიმართულება, სამშენებლო სექტორში არსებული პროფესიები, სასტუმრო და სარესტორნო სფერო, სატრანსპორტო და საბანკო მიმართულება. ღონისძიებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ 25-მდე კომპანიას და 300-მდე ვაკანსიას. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთიან სივრცეში, რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაცნობოდნენ.
ფორუმის ფარგლებში სტუმრებს, ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა წინა საახალწლოდ, მცირე მეწარმეების, თვითდასაქმებულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი დაეთვალიერებინათ და შეეძინათ.
ფორუმს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ.