დღეს, პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს ცოტნე ქააძეს, დავით გიგოლაშვილს და მათ მწვრთნელს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა, სპორტული სკოლა „თელავის“ ხელმძღვანელმა ზაქრო კევლიშვილმა უმასპინძლეს და გამარჯვება მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ თელაველ მკლავჭიდელებს, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის გადაწყვეტილებით ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მკლავჭიდის მიმართულების განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და დარბაზის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაზეც იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში, პარამკლავჭიდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სპორტული სკოლა „თელავის“ სპორტსმენებმა ცოტნე ქააძემ პირველი ადგილი, ხოლო დავით გიგილაშვილმა მეორე ადგილი დაიკავეს.