თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, დამსახურებული მწვრთნელისა და ფეხბურთელის გიორგი ( ჟორა ) ბურდულის სახელობის ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობდნენ: თელავის, წინანდალის, ვანთის, კისიხევის, რუისპირის და ყარაჯალას საფეხბურთო გუნდები. ფინალში ერთმანეთს კისისხევისა და წინანდალის გუნდები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კისისხეველი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა.
გიორგი ( ჟორა ) ბურდულის სახელობის თასი ტურნირის საუკეთესო მეკარეს და საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ამხანაგური თამაში გაიმართა ვეტერან ფეხბურთელებსა და თელავის ასაკობრივ გუნდს
( U17) შორის, თამაში ვეტერანების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.