თელავში გარე განათების სისტემა რეაბილიტირდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, თელავის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათების სისტემას.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძველებული, ამორტიზებული სანათები 56 ერთეული ახალი სანათით ჩანაცვლდა.