თელავში ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში.

გარკვეული პირების მიერ მიზანმიმართულად არის დაზიანებული მანათობელი ლითონის კონსტრუქციის ბაგირები.

მერიის ცნობით, მიმდინარეობს პერიმეტრზე არსებული ვიდეო კამერების შესწავლა.

ვანდალური ფაქტის ჩამდენი პირის წინააღმდეგ თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.