თელავში, 7 და 11 ივნისს, ტრადიციული ცეკვის ფესტივალი გაიმართა.

თელავში, 7 და 11 ივნისს, გაიმართა ყოველწლიური, ტრადიციული ცეკვის ფესტივალი, რომლის ისტორიაც უკვე 20 წელს ითვლის.
საიუბილეო ფესტივალში მონაწილება მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
ფესტივალი გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.