თელავში, 300 არაგველის ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 300 არაგველის ქუჩაზე, დაგეგმილია ასფალტის ორფენიანი საფარის დაეგება და სანიაღვრეების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზის სიგრძე 500 მეტრია.
პროექტის ღირებულება შეადგენს 312 640 ლარს.