თელავის უნივერსიტეტში დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროექტის,  ,,საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში, შეხვდნენ პროკურორებს – დავით გველესიანსა და ვალერი გიორგაშვილს.  თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ორგანიზებულ დანაშაულთან – „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს. პროკურორებმა, ყურადღება გაამახვილეს ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა „ქურდული სამყაროს“ შესახებ საზოგადოებასა და მოზარდებში არსებული სტერეოტიპები და ამგვარი დანაშაულის განხორციელების საფრთხეები.

თესაუს ცნობით, შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორც არსებული კანონმდებლობის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. პროკურატურის წარმომადგენლების, ახალგაზრდობასთან შეხვედრებისა და კანონმდებლობაზე საუბრის მიზანს, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებისთვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.