თელავის საპატიო მოქალაქეს, კომპოზიტორს, ჯუმბერ სახეიშვილს 87 წელი შეუსრულდა.

დღეს თელაველ კომპოზიტორს, პედაგოგს, ლოტბარს და 300-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორს, საპატიო თელაველს, ჯუმბერ სახეიშვილს 87 წელი შეუსრულდა.

თელავის მუნიციპალიტეტი მერიის სახელით, ჯუმბერ სახეიშვილს დაბადების დღე მიულოცეს და აღინიშნა, რომ თელავის კულტურული და მუსუკალური ცხოვრების განვითარებაში განუზომლად დიდია ბატონი ჯუმბერ სახეიშვილის როლი.

შეგახსენებთ, რომ თელავში 2019 წელს, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ, გაიხსნა ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი.