თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ 2023 წელს განსახორციელებელი ძეგლთა დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ სამართლევრივი აქტის პროექტი განიხილა. პროექტს კომისიამ მხარი დაუჭირა.
საკრებულოს ცნობით, პროგრამა კისისხევის კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების კვლევითი სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
პროგრამის განსახორციელებლად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარია გამოყოფილი.