თელავის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში კვლავ აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, შეხვდა მაღალმთიანი სოფლების – თეთრიწყლების, კობაძეს, პანტიანის, სეროდანის, ნადიკვრის მოსახლეობას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის აქტიური ჩართულობითა და მათი სურვილის შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო 3 თებერვალს, და გაგრძელდება 13 თებერვლის ჩათვლით.