თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი სოფელ ქვემო ხოდაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ქვემო ხოდაშენში გზის 760 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდება ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს.