თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამპანიის ფარგლებში – „არა ფემიციდს“ შეხვედრა გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში – ,,არა ფემიციდს,“ პროკურატურის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხის აქტუალურობას და პრევენციის გზებს, საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებების გათვალისწინებას პროკურორების ყოველდღიურ საქმიანობაში, ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური სერვისების მიწოდებას, სამართლებრივ დახმარებას, სამართალწარმოების პროცესში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას და ა.შ.

როგორც მერიის წარმომადგენლები განმარტავენ, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

შეგახსენებთ, რომ ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.