თელავში, ბატონის ციხეში, საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა კონცერტი “მუსიკალური ზაფხული 2025.”
ღონისძიებას დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თათა სვანიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილთან, მერის მოადგილეებთან – ნიკოლოზ მეტრეველთან, ფიქრია ყუშიტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
კონცერტში, რომელიც ბაკურ ბაკურაძის რეჟისორობით გაიმართა, მონაწილეობდნენ ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ნიჟარაძე, კოტე ყიფიანი, გიორგი ლაფაჩიშვილი, ანსამბლი “შვიდკაცა,” ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ბენდი – ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და დიტო საკანდელიძე, წამყვანები – ეკო ფანგანი და ლაშა წიფლაშვილი.