თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, წყალარინების ქსელი მოეწყობა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, მოეწყობა წყალარინების ქსელი.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია წყალარინების ქსელის, რკინა-ბეტონის ჭებისა და ინდივიდუალური დაერთებების სამუშაოები. ახალი ქსელი დაუერთდება თელავის თანამედროვე ტიპის საკანალიზაციო გამწმენდ ნაგებობას. გამწმენდი ნაგებობა ქალაქს უკვე 4 წელზე მეტია ემსახურება და ჩამდინარე წყლების წმენდის სრული ბიოლოგიური ციკლით ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებასა და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, კახეთის რეგიონში, სულ 25 პროექტს მართავს. წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე, დაგეგმილია თელავის დავით რობაქიძის სახელობის ქუჩაზე და ქალაქ ახმეტაში. აღსანიშნავია, რომ პროექტების დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 107 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.