თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 თებერვალს, დაიწყება საერთო კრებები. აღნიშნული შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა.
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩასატარებელი შეხვედრების გრაფიკი ასე გამოიყურება:
1 თებერვალი
12 სთ.- სოფელი აკურა;
13.30 სთ.- სოფელი ვანთა;
15.00 სთ.- სოფელი ბუშეტი.
2 თებერვალი
12.00 სთ. – სოფელი ქვემო ხოდაშენი;
14.00 სთ. – სოფელი კონდოლი;
16.00 სთ. – სოფელი კისისხევი.
3 თებერვალი
12.00 სთ.- სოფელი ნასამხრალი;
13.30 სთ.- სოფელი შალაური;
15.30 სთ. – სოფელი კურდღელაური
6 თებერვალი
12.00 სთ. – სოფელი გულგულა;
13.30 სთ. – სოფელი ვარდისუბანი;
15.30 სთ. – სოფელი ყარაჯალა.