საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს თელავში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში კვლავ გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
უწყების ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 23-ე ქუჩის ნაწილსა და 34-ე ქუჩაზე (სკოლის უბანი). პროექტით გათვალისწინებულ მისამართებზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება გზების მოასფალტება.