თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ხევებსა და მდინარეებში მძიმე ტექნიკა მუშაობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ხევებსა და მდინარეებში მძიმე ტექნიკა მუშაობს, რადგან გაიწმინდოს კალაპოტები და შეიცვალოს დინების მიმართულება. გარდა ამისა, მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული დამბების გამაგრების სამუშაოები.

ამ დროისთვის გაიწმინდა კისისხევის, შალაურისა და რუისპირის ხევი, მდინარე თურდო, სტორი და ჭიჭაყვი.

როგორც მერიაში განმარტავენ, გაწმენდითი სამუშაოები საპრევენციო ხასიათსაც ატარებს, რათა უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, მოხდეს საუბნო გზებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მნიშვნელოვანი დაზიანებისგან დაცვა.