თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საფინანსო დოკუმენტში ცვლილება შეიტანა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სამართლებრივი აქტების პროექტები კომისიებს განსახილველად გადასცა.

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, საფინანსო-საბიუჯეტო და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიები განიხილავენ.

საკრებულოს ცნობით, მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის მიზანს, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ, ქალაქ თელავში სოლომონ ლიონიძის ქუჩის II შესახვევში სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებისათვის თანხის მობილიზება წარმოადგენს.