დღეს, თელავში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით კერამიკის სააღდგომო მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასში სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაში მონაწილე პატარებს თიხაზე მუშაობის სწავლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ კერამიკის სააღდგომო მასტერკლასმა ტრადიციული სახე მიიღო და წელს უკვე თელავში მეორედ გაიმართა.
კერამიკის სააღდგომო მასტერკლასში, თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაც იყო ჩართული. გაიმართა კერამიკისა და ხელნაკეთი ნაწარმის გამოფენაც, რომელიც სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს მათ ასევე, მოხატეს კერამიკის სააღდგომო კვერცხები.