თელავის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ რუისპირის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე რუისპირის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად გარე განათების ქსელის მოწყობა დაასახელა.
მერიის ცნობით, შესაბიმისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ახატელშიც, სადაც მოსახლეობამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან საკითხს სასმელი წყლის რეზერვუარის დამატება წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას.