თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, 14 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ცენტრში კლინიკა ,,ჯანმრთელობის სახლის“ მაღალკვალიფიციური ექიმები, 10:00-დან 18:00-მდე, უფასო კვლევებს ჩაატარებენ.
პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ ექოსკოპიური კვლევა და გადაიღონ კარდიოგრამა.
გამოკვლევა გავრცელდება ზოგადი ქირურგის (ონკო-ქირურგი, ჰეპატო-პანკრეატო-ბილიალური ქირურგი) ორთოპედ-ტრავმატოლოგის, თერაპევტ-ანესთეზიოლოგის, გინეკოლოგის, კარდიოლოგის და რადიოლოგის კონსულტაციებზე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია გნმარტავს, რომ აქტივობის მიზანია საზოგადოებაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლება და მოსახლეობაში პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობის დანერგვა.
მისამართი: ქ. თელავი, ა. ალადაშვილის ქ. #2, თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 595 581 818