თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნა მწერალთა კავშირის წევრის, პოეტ ქეთევან შენგელიას შემოქმედებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თელაველი პოეტები: ნოდარ იაგორაშვილი, თამარ ოღლიშვილი-ბიძინაშვილი, თამარ კოლელიშვილი, ნუნუ ძამუკაშვილი, თაძია სისაური, მანანა შიოშვილი.
ბიბლიოთეკის ინფორმაციით, თელაველმა პოეზიის მოყვარულებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს კიდევ ერთი ლამაზი შეხვედრით. საღამოები ტარდება საქართველოს რეგიონებში ლიტერატორ ნინო სალუქვაძის პროექტის ფარგლებში. ასეთივე შეხვედრა ჩატარდება 3 მაისს, პოეტ ნინო უძილაურის მონაწილეობით.