თელავის მერმა სტუდია “N-voice-ის” წარმომადგენლებს ჩეხეთში მიღწეული წარმატება მიულოცა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, სტუდია “N-voice-ის” მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ნაზი ჩიდრაშვილს შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელავის სამუსიკო სტუდიის წარმომადგენლებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში, ქალაქ კრალოვი-ვარში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუდია “N-voice-ის” მოსწავლეებმა. კონკურსანტებმა სხვადასხვა ჯილდო დაიმსახურეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.
კონკურსში მონაწილეობა თელავიდან ხუთმა ახალგაზრდა მუსიკოსმა მიიღო და ხუთივე მათგანმა გამარჯვება მოიპოვა.
მარიამ სამხარაძემ და გიორგი ხუტუაშვილმა გრანპრი, ანი ბაღანაშვილმა, ეთერ მათიაშვილმა და მარიამ ფირანიშვილმა კი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს.