თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პატარებთან ერთად აანთო.
ასევე, განათდა ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკი. აღნიშნულ ლოკაციებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მუნიციპალიტეტისათვის საჩუქარად გადაცემული საახალწლო ილუმინაციებია განთავსებული.
საახალწლო შოუში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა.
მერიის ცნობით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის გარდა, კიდევ ერთი ნაძვის ხე განთავსდა თელავში, კავკასიონის ქუჩის და ალაზნის გამზრის კვეთაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – წინანდალსა და ჯუღაანში.