სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვედა გულგულაში, ვარდისუბანსა და ყარაჯალაში.
მერიის ინფორმაციით, ვარდისუბანიში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ მიმართულებად აირჩიეს: არსებულ ხელოვნურსაფარიან მინი მოედანზე ტრიბუნის მოწყობა, მიმდებარედ კი მაგიდის ჩოგბურთის განთავსება გადახურვით; სკვერის რეაბილიტაცია შესაბამისი ინვენტარით; სოფლის ქუჩების სახელდებისა და დამისამართების დასრულება;
გულგულაში პრიორიტეტულ საკითხებად დასახელდა სკვერის მოწყობა შესაბამისი ინვენტარითა და საბავშვო ატრაქციონებით, ასევე სასაფლაოზე სასმელი წყლის ქსელისა და სველი წერტილების მოწყობა.
სოფელ ყარაჯალაში კი მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას და სოფლის შიდა საუბნო გზების მოხრეშვას.