თელავის მერიის ორგანიზებით სოფელ ფშაველში ქართული ჭიდაობის შეჯიბრი ჩატარდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, დღეს, სოფელ ფშაველში, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მოსახლეობის მხარდაჭერით, ადგილობრივი სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ჭიდაობის შეჯიბრი ჩატარდა.

უწყების ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, 50 მოჭიდავე იღებდა.

გამარჯვებული სპორტსმენები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.