თელავის მერიასა და მურატფაშას მერიას შორის ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიცაპილტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და მურატფაშას მერმა უმით უისალმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ დელეგაციას, თურქეთში ვიზიტისას ხელმძღვანელობდა თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი. მათივე ცნობით, ანტალიაში, მურატფაშას მუნიციპალიტეტში, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კალეიჩის ძველი ქალაქის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. აღნიშნული აქტივობების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით ქალაქების კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

თურქეთში ჩატარებულ ფესტივალზე მონაწილეობას იღებდა 27 ქვეყნის 52 ქალაქის წარმომადგენელი.