ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში ჯანმრთელობის დაცვის 5 სხვადასხვა პროგრამით ისარგებლა 855-მა ბენეფიციარმა. მოქალაქეთა საჭიროებებზე გამოყოფილი თანხის ოდენობამ შეადგინა 514 149,52 ლარი.
იმ კონკრეტულ პროგრამებზე, რომლებიც მოიცავდა: სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებისა და ონკოლოგიურ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 478 904,24 ლარი.