თელავის მერიამ ლადო ჭინჭარაული ესპანეთში მიღწეული წარმატებისთვის დაასაჩუქრა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა თელაველ სპორტსმენს, ლადო ჭინჭარაულს ესპანეთში მიღწეული წარმატება პირადად მიულოცეს.

ლევან ანდრიაშვილი და ფიქრია ყუშიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონს სამუშაო გარემოში ესტუმრნენ, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილლდო გადასცეს, მათ ასევე იმსჯელეს თელავის მუნიციპალიტეტში ტირისა და ტყვიით სროლის განვითარების გეგმასა და პოპულარიზაციაზე.

ლადო ჭინჭარაული არის თელავის მუნიციპალიტეტის სპორტულ კლუბთა გაერთიანება თელავის“ სპორტული ტირის მენეჯერი, რომელმაც ესპანეთის ქალაქ გრანადაში პარამსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ვიცეჩემპიონის ტიტულთან ერთად, ლადომ პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.