თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმააცით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი სტუდენტებს შეხვდა.
მერიაში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მერიის ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში პარლამენტის დეპუტატთან, დავით მათიკაშვილთან ერთად, თემაზე: ,,საქართველო – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.“