დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თელავის მეოთხე საჯარო სკოლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
თელავის მერაბ კოსტავას სახელობოს მეოთხე საჯარო სკოლის დაარსებიდან 100 წელი გავიდა, რასთან დაკავშირებითაც თელავის თეატრის სცენაზე, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით წარმოდგენილი იყო თეატრალური, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. გარდა ამისა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პატივი მიაგეს მეოთხე საჯარო სკოლის გარდაცვლილ ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის განვითარებაში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.
თეატრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და თელავის მეოთხე საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მეოთხე სკოლასთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს მიულოცა.