თელავის თეატრმა საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს უმასპინძლა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში XIX საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმააცით, ფესტივალის ისტორია 2006 წლიდან იწყება, ხოლო 2016 წლიდან თელავი, სააღდგომო ფესტივალს ყოველწლიური მასპინძელია.

ცნობილი საოპერო ნაწარმოებები მეცო სოპრანო ნინო სურგულაძემ და ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ შეასრულეს.

საღამოს ესწრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, რომელმაც ფესტივალის თითოეულ ორგანიზატორს და შემსრულებელს დიდი მადლობა გადაუხადა.

თელავისთვის დიდი პატივია ისეთი მნიშვნელობის ფესტივალის მასპინძლობა, როგორიც საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალია. 19 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალს, ჩვენი მუნიციპალიტეტი, უკვე მრავალი წელია მასპინძლობს და არა მარტო თელავის, არამედ კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებს საშულება აქვთ ყოველ წელს ასეთი ვარსკვლავები იხილონ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის თითოეულ ორგანიზატორსა და მხარდამჭერ ორგანიზაციებს, შემსრულებლებს, ქალბატონ ნინო სურგულაძეს ასეთი საღამოსთვის.

იმედია, ისტორიითა და კულტურით გამორჩეულ თელავში, საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვუმასპინძლებთ.

მუნიციპალიტეტის მერია კი, როგორც წინა წლებში, ფესტივლის აქტიური მხარდამჭერი იქნება, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა