თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის 25-ე კმ-ზე იწყება და ქ. თელავში, მშვიდობის ქუჩის მჭიდროდ დასახლებულ 2 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს.

თელავი-შაქრიანის გზა, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს ერთმანეთთან.

პროექტის შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზაზე არსებულ ხიდს, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და სხვა ხელოვნური ნაგებობები. ასევე მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები

2 კმიან მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, ტროტუარებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.“- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 245 117 ლარია