თელავი მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

2 სექტემბერიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, თელავი მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 124 ქვეყნის 3 425 ფილმი.
2 სექტემბერი
16:00–17:10 ანიმაციის პროგრამა – თელავის სამუსიკო სასწავლებელი;
17:30-19:00 დოკუმენტური ფილმების პროგრამა – თელავის სამუსიკო სასწავლებელი;
20:00 ფესტივალის გახსნა – თელავის სამუსიკო სასწავლებელი.
3 სექტემბერი
11:00–14:00 ვორქშოპი – თელავის ისტორიული მუზეუმი;
12:00–13:30 დოკუმენტური ფილმების პროგრამა – თელავის სამუსიკო სასწავლებელი;
15:30–17:00 სტუდენტური პროგრამა – თელავის სამუსიკო სასწავლებელი;
21:00–22:30 მხატვრული ფილმების პროგრამა – ნადიკვრის პარკი.
4 სექტემბერი
11:00–14:00 ვორქშოპი – თელავის ისტორიული მუზეუმი;
11:00–14:00 პიტჩების ტრენინგი – თელავის კულტურის ცენტრი;
16:00–17:30 ანიმაციის პროგრამა – თელავის სამუსიკო სასწავლებელი;
18:00-19:30 მხატვრული ფილმების პროგრამა – თელავის სამუსიკო სასწავლებელი;
22:00–23:30 სტუდენტური პროგრამა –ნადიკვრის პარკი.
5 სექტემბერი
11:00–13:00 ვორქშოპი – თელავის ისტორიული მუზეუმი;
12:00–14:00 პიტჩების კონკურსი – ჰოლიდეი ინნ;
16:00–17:30 მხატვრული ფილმების პროგრამა – თელავის სამუსიკო სასწავლებელი;
18:00–19:00 მასტერკლასი – ჰოლიდეი ინნ;
22:00–23:15 დოკუმენტური ფილმების პროგრამა – ნადიკვრის პარკი.
6 სექტემბერი
11:00–12:30 ვორქშოპი – თელავის ისტორიული მუზეუმი;
13:00–14:00 მასტერკლასი – თელავის ისტორიული მუზეუმი;
20:00 ფესტივალის დახურვა – გამარჯვებული ფილმის წარდგენა, ჩვენება – თელავის სამუსიკო სასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მსურველთა დასწრება თავისუფალია.