30 ივნისს, 12:00 საათზე, მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე ველომარათონი ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოყვარული ველომრბოლელები და თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის“ სპორტსმენები.
ასევე, 14:00 საათზე ზაირა არსენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ,,ენერგოეფექტური სერვისები თელავში.“
შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თელავში არსებული ენერგო ეფექტური სერვისების შესახებ. შეხვედრას დაასრულებს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ,,მდგრადი ენერგეტიკა.“
თელავის მერიის ცნობით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.