თელაველი სპორტსმენი ლადო ჭინჭარაული პარიზის პარალიმპიური თამაშების პრიზიორია

თელაველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარაზე პნევმატური შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში.
R9 კატეგორიაში პნევმატური შაშხანის 50 მეტრზე სროლაში, სპორტსმენმა 622.4 ქულა დააგროვა და რვა საუკეთესო პარასპორტსმენს შორის მოხვდა, რის შედეგადაც, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალი დღეს გაიმართა, სადაც ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა ცერცხლის მედალი.
აღსანიშნავია, რომ ლადო ჭინჭარაული 2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა პარასროლაში.