თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდოდატი, ვაჟა მაღრაძე სოფლების – რუსპირისა და ახატელის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებთან ერთად სოფლად არსებული საჭიროებები განიხილა.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. ეს პროცესი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით არ შემოიფარგლება, ის ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ადამიანებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი საჭიროებების სწორად გაგებაა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ სოფელ რუისპირსა და ახატელში არსებული მდგომარეობა სხვა სოფლებთან შედარებით უკეთესია, თუმცა ბუნებრივია, არაერთი საკითხი რჩება, რომლის გადაჭრაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ შეხვედრებზე და ერთად განვსაზღვრეთ ის მიმართულებები, სადაც მეტი ყურადღება და მხარდაჭერა არის საჭირო. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ სოფელში თანაბრად შეიქმნას განვითარების პირობები და მოსახლეობამ ყოველდღიურობაში იგრძნოს რეალური შედეგები,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.