იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რვა სტუდენტმა ,,ერასმუს+“ და „შვედური ინსტიტუტის“-ის გაცვლითი პროგრამების კონკურსში გაიმარჯვა და სწავლას ჩეხეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებს.
კონკურსის შედეგების მიხედვით, 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან, ჩეხეთში, ბრნოს უნივერსიტეტში, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, ბექა ბოჭორიშვილი, ნანა გიორგელაშვილი ლევან ჩარხოშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები: სოფიკო ალხანაიძე, ნინო არსენაშვილი და ნინო სოსებაშვილი ისწავლიან. რუმინეთში, კლუჯ ნაბოკას უნივერსიტეტში, კი, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი სტუდენტი, მარიამ ბეჟუაშვილი და გიორგი ცხოვრებაძე გაემგზავრება.
თესაუს ინფორმაციით, ,,ერასმუს+“ და „შვედური ინსტიტუტის“- ის კონკურსი სტუდენტებისათვის, გაცვლით პროგრამებზე, 17 მარტიდან დაიწყო. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა და 30 მარტს დასრულდა.