დღეს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მთისძირში, ბალღოჯიანსა და ახალსოფლში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები:
სოფელი მთისძირი – სოფლის შესასვლელში გზისპირა ინფრასტრუქტურის მოწყობა და ცენტრალური გზის ორმოული შეკეთება.
სოფელი ბალღოჯიანი – არსებული სკვერის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
სოფელი ახალსოფელი – #1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, #1 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს პირადად ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი და მოადგილე კახა ასისტიშვილი, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.