ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას მერმა თანამშრომლებს წარუდგინა პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე.
ილია მზექალაშვილმა ახალ გუნდთან ისაუბრა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა მათ მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებაზე და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე საკითხები და ის გამოწვევები, რომელთა დროული მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.