საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძემ მერის მოადგილეებთან ერთად, პატივი მიაგეს თავისუფლებისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში, ადგილობრივმა მოძღვარმა გადაიხადა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
“დღეს, თავისუფლებისათვის მებრძოლი ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი ყვავილებით შევამკეთ და მის ხსოვნას პატივი მივაგეთ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში აღევლინა ჩვენი ეროვნული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. საგალობლები შეასრულეს ანსამბლმა “ყვარელმა” და მგალობელთა გუნდმა,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.