დღეს თელავში მეფე ერეკლეს ხსოვნას არაერთი ღონისძიებით მიაგეს პატივი

7 ნოემბერს თელავში, ტრადიციულად აღნიშნება ერეკლეობის, იგივე თელავქალაქობის დღესასწაული.

სახალხო დღესასწაული თელავში, ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში.

წელს, მეფე ერეკლეს დაბადებიდან შესრულდა 304 წელი, რასთან დაკავშირებითაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღევლინა წირვა და მეფის სულისმოსახსენიებელი პანაშვიდი.
მეფის სასახლეში გაიმართა სამეფო ოჯახის მიერ ერეკლე მეორეს ორდენის გადაცემის ცერემონია და მეფე ერეკლეს წიგნის პრეზენტაცია.
სასახლის ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული აქტივობები: ქართულ ჭიდაობასა და ხრიდოლში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა საპატიო თელაველები დააჯილდოვა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღეს დაასრულებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული კვარტეტი „ოთხი“ და ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად.