თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები, მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრების ფარგლებში, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის მოსახლეობას შეხვდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს სასურველი პროექტი განსახორციელებლად. ბუშეტის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზებზე სანიაღვრე არხების და ცხაურების მოწყობა აირჩია პრიორიტეტულ მიმართულებად, ხოლო ქვემო ხოდაშენში გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას და შიდა გზების მოსწორება–მოშანდაგებას დაუჭირეს მხარი,“- თელავის მუნიცილაპიტეტის მერია.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას.”
თელავის მუნიციპალიტეტის მერია 5 თებერვალს, მოსახლეობასთან შეხვედრებს სოფელ წინანდალსა და კონდოლში აანონსებს.