დიაბეტის სახელმწიფო პროგრამით ახლა უკვე, ისარგებლებენ გურჯაანსა და მარნეულში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. მათი ინფორმაციით, რეგიონებში, სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბავშვთა ენდოკრინოლოგების მიერ კონსულტაცია განხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში. დადგენილი პერიოდულობით, თვეში არანაკლებ ერთხელ სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტით. კონსულტაციების ნაწილი განხორციელდება დისტანციურად.
სამინისტროს ცნობით, ძირითადად ბავშვთა ენდოკრინოლოგები მუშაობენ დიდ ქალაქებში, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს ექიმთან კონსულტაციისთვის უწევთ საქალაქთაშორისო გადაადგილება. სერვისის ჰიბრიდულ რეჟიმში მიწოდებით, შესაძლებებლი გახდება, ბენეფიციარმა მომსახურება მიიღოს მისსავე რეგინში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული სერვისი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგ მომსახურებას:
-საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:
-გლუკომეტრი;
-სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები;
-შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები;
-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
-გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით;
-დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
-პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
-ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
-სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
თბილისი:
“ენმედიცი”-თბილისი წინანდლის ქ.N9
შპს. “დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი”-თბილისი. პ.ქავთარაძის I შესახვევი N2
შპს. “დიაკორი”-თბილისი, ლუბლიანას ქ.N5
შპს ჯეო ჰოსპიტალს – თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი -წინანდლის N9-3
ქუთაისი:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – ჯავახიშვილის N 83ა
ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ტ.ტაბიძის 23
ბათუმი:
ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (აეროპორტის გზატკეცილი 64)
შპს ქ.ბათუმის №1 პოლიკლინიკა – ტბ. აბუსერიძის ქ. №2
გურჯაანი:
შპს ჯეო ჰოსპიტალს – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი – მარჯანიშვილის ქ. N35
მარნეული:
შპს ჯეო ჰოსპიტალს – მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი – რუსთაველის ქ. N112